вторник, 18 июля 2017 г.

     მეცხრე გაკვეთილზე შევაჯამეთ  შესწავლილი მასალები.პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო, პრეზენტაციის დროს მივიღე უკუკავშირი. ჩემ მიერ შექმნილი მასალები მოვათავსე ჩემს ბლოგში.აუცილებლად გამოვიყენებ /და ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს ინტელის პროექტზე მუშაობას.
         მადლობთ ...მადლობთ...

მერვე გაკვეთილზე  გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს.გავიაზრე თუ როცორ დავეხმარო მოსწავლეებს ფასილიტაცია ი.ს.ტ.-ში. როგორ გამოიყენოს  ტექნიკური  უნარ-ჩვევები.დღევანელ სამუშაო პროცესში თავი მოვუყარე და ჩავალაგე ჩემი ნაშრომები პორტფოლიოში.გავაფორმე ბლოგის ვიზუალური გვერდები.
       

        მადლობა  ჩვენთან გაწეული  შრომისათვის.

понедельник, 17 июля 2017 г.


მე-7 სამუშაო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ თითეულის რუბრიკების უკუკავშირზე.გარდნერისა და ბლუმის თეორიების მიხედვით გავითვალისწინე მოსწავლეთა ცოდნა,ინტერესი,იტელექტი სწავლა/სწავლების პროცესში ,რომელსაც მოსწავლეთა წარმატებისათვის დავგეგმავ.

суббота, 8 июля 2017 г.

დღე 5
ეს დღე საინტერესო და სავსე იყო სიახლეებით.პირველ რიგში, განვიხილეთ მესამე და მეოთხე მოდულებi.დავინახეთ  პროექტის ნამდვილი სტრუქტურა .საინტერესო იყო მოსწავლის როლში ყოფნა და მათი საზომით დავალების დანახვა.
 ვისწავლეთ საავტორო უფლებების მარტთვა და სწორად გამოყენება. onlain ნასალის გამოყენება ,ძიება ,ლინკების შენახვა.
 მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის განხილვა,როგორც დროული,ეფექტური საშუალება შეცდომის აღმოსაფხვრელად.სტრატეგია 3 2 1 გამოყენება.

четверг, 6 июля 2017 г.

მე-4 დღე

                            რეფლექსია  მეორე მოდული      აქტივობა 3,4

       მიუხედავად  უშუქობისა  ტრენინგის  მუშაობამ  წარმატებით  ჩაიარა.  თითოეული წევრი  ტრენერის  დასმული  კითხვებზე ვმსჯელობდ,  ვცდილობდი  მომერგო ჩემი 
პროექტისათვის შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელიც აუცილებელია მოსწავლის ცოდნის შემოწმებისა და საჭიროების განსაზღვრისათვის, თანამშრომლობითი უნარების განვითარებისათვის, მეტაგოგნიტური აზროვნებისათვის

четверг, 29 июня 2017 г.

   მესამე გაკვეთილზე ჩემი პროექტის იდეას შევასხი ფრთები.შაბლონში ჩავწერეთ პროექტის შინაარსი,საგნობრივი სტანდარტები, პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები,.
   ვიმუშავეთ მიმართულების მომცემ  საკვანძო კითხვებზე.თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ  სამუშაო შრომატევადი იყო,მაგრამ საინტერესო/დამაფიქრა მიმართულების მომცემ კითხვებმა და გადავწყვიტე ეს დავალება სახლში შევასრულო.

понедельник, 26 июня 2017 г.

შეხვედტა დავიწყეთ პირველი მოდულის გაგრძელებით.თითოეულმა ვიმსჯელეთ  ჩვენ-ჩვენი იდეების,მიზნის,რესურსის,პროდუქტის შექმნის და შედეგზე გასვლის შესახებ.გავიზიარეთ ერთმანეთის რჩევები.შევისწავლე თუ როგორ მოვამზადო პუბლიკაციები,პიარ ბუკლეტები---რომელიც საჭიროა ი.ს.ტ. სწავლებისას. მუშაობა საინტერესო დარჩა.ტექნოლოგიების გამოყენებით შევძლებ მრავალფეროვანი მეთოდები გამოვიყენო პროექტის სწავლების დროს.

пятница, 23 июня 2017 г.

დღე-1

       დიდი ინტერესით ველოდებოდი 23 ივნისს,ტრენინგს ქალბატონ გვანცა სალიასთან.ტრენინგი დავიწყეთ თემაზე  21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო კურსი პროექტებით სწავლებისას.გავეცანით  ზოგადად ყველა იმ მოდულს რომელზეც   უნდა ვიმუშავოთ.ვფიქრობ,ასეთი სწავლება დამეხმარება  სამომავლოდ უკეთ და საინტერესოდ დავგეგმო  პროექტ- გაკვეთილი  მოსწავლეებთან.შემდეგ ვისაუბრეთ საშინაო დავალებაზე.მოლოდინები მაქვს,უფრო საფუძბლიანად შევისწავლი სიახლეებს ,რაც დამეხმარება საგაკვეთილო პროცესში.